როგორც იცით, “ქართულმა ოცნებამ” ყველა ფონდი, რომელიც პროევროპული აქციების მიმდინარეობისას დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა, დააყადაღა. ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე 30ზე მეტი ადამიანი დააჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სულ გადასახდელი თანხა შეადგენს 158 500 ლარს. ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაბარდებათ.